სიახლეები

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე
1 მარტი 2019

28 თებერვალს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან ერთად, იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღნიშნა.

ღონისძიების მიზანი იყო იშვიათი დაავადებების დროული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მისი სწორი მართვისათვის საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. ოლეგ ქვლივიძემ, უნივერსიტეტის პროფესორმა და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ღონისძიებაზე დაანონსა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იშვიათ დაავადებათა კვლევითი ცენტრის დაარსება, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებელ სამეცნიერო და კლინიკურ კვლევებს განახორციელებს.

შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები და სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.