სიახლეები

იორდანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღიარება
13 იანვარი 2020

იორდანიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. იორდანიის მხარემ ასევე აღიარა ყველა საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კერძო უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით, რომლის აღიარებაც იორდანიამ მოახდინა.