სიახლეები

ინტრაოპერაციული სხივური თერაპია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
15 დეკ 2016

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ონკოლოგიურ დაავადებათა ეფექტური მკურნალობის მიზნით, დაინერგა რადიაციული თერაპიის ერთ-ერთი მიმართულება ინტრაოპერაციული სხივური თერაპია. ონკოლოგ ბექა სამხარაძის ხელმძღვანელობით პაციენტებს უტარდებათ ინტრაოპერაციული სხივური თერაპია ინტრაბიმის უახლესი თაობის აპარატურით. ამ მეთოდით მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მკურნალობენ. სიმსივნური წარმონაქმნის ქირურგიულად მოშორების შემდეგ, ინტრაბიმის სპეციალური აპლიკატორით ხდება დაზიანებული კერების დასხივება. მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.