სიახლეები

ინფორმაცია სამართლის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის შესახებ
30 აგვისტო 2017

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდა შედგება ორი 20 ქულიანი კაზუსისგან (არჩევანით კერძო ან საერთაშორისო სამართლიდან) და ექვსი 10 ქულიანი ანალიტიკური შეკითხვისაგან. სპეციალობის გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა,  შესაბამისად, მაგისტრანტობის კანდიდატი თავად ირჩევს საგამოცდო საკითხებს, მაგალითად: 1 კაზუსსა და 2 შეკითხვას ან მხოლოდ 4 შეკითხვას. არჩეული საგამოცდო საკითხების მაქსიმალური შეფასებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 40 ქულას. 

კერძო სამართლის კაზუსის ამოხსნა შესაძლებელია კაზუსის ამოხსნის ​როგორც გერმანული, ისე ამერიკული მეთოდის გამოყენებით. კაზუსის განხილვისას ნებადართულია ყველა სახის დამხმარე მასალა, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის ტექსტი ნებიმიერი ფორმის ჩანაწერებითა და აღნიშვნებით (დამხმარე მასალები შეგიძლიათ წინასწარ მოიძიოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში). კერძო სამართლის კაზუსის ამოსახსნელად მიზანშეწონილია თან იქონიოთ სამოქალაქო კოდექსის ტექსტი

 

გამოცდის საკითხების ნიმუში იხილეთ აქ: 

კითხვებისა და კერძო სამართლის კაზუსის ნიმუში.  

საერთაშორისო სამართლის კაზუსის ნიმუში.