სიახლეები

ინფორმაცია სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სპეციალობის გამოცდის შესახებ
10 სექტემბერი 2014

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდა შედგება ორი 20 ქულიანი კაზუსისგან (არჩევანით კერძო ან საერთაშორისო სამართლიდან) და ექვსი 10 ქულიანი ანალიტიკური შეკითხვისაგან. სპეციალობის გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა,  შესაბამისად, მაგისტრანტობის კანდიდატი თავად აკომპლექტებს საგამოცდო საკითხებს. მაგალითად, ირჩევს 1 კაზუსსა და 2 შეკითხვას ან მხოლოდ 4 შეკითხვას. არჩეული საგამოცდო საკითხების მაქსიმალური შეფასებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 40 ქულას.

კერძო სამართლის კაზუსის ამოხსნა შესაძლებელია როგორც გერმანული, ისე ამერიკული მეთოდის გამოყენებით. კაზუსის განხილვისას ნებადართულია ყველა სახის დამხმარე მასალა, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის ტექსტი ნებიმიერი ფორმის ჩანაწერებითა და აღნიშვნებით (დამხმარე მასალები შეგიძლიათ წინასწარ მოიძიოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში).

კერძო სამართლის კაზუსის ამოსახსნელად მიზანშეწონილია, თან იქონიოთ სამოქალაქო კოდექსის ტექსტი. საერთაშორისო სამართლის კაზუსის ამოხსნისათვის საჭირო მასალა კანდიდატებს დაურიგდებათ გამოცდაზე.

გამოცდის საკითხების ნიმუშები: 

კითხვებისა და კერძო სამართლის კაზუსის ნიმუში

საერთაშორისო სამართლის კაზუსის ნიმუში

გამოცდა ჩატარდება 19 სექტემბერს, 19:00. 

წერის ხანგრძლივობაა 180 წუთი.