სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის
30 აგვისტო 2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთია შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის) ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (სკოლის ატესტატი) ასლი (სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დაწყებამდე უნივერსიტეტში წარმოადგინოს სკოლის ატესტატის დედანი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის);
  • ფოტოსურათი (3X4).

სასწავლო პროცესი დაიწყება 9 სექტემბერს.

ელექტრონული განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ აქ.

ეკოკამპუსის მისამართი დეტალურად იხილეთ აქ.