სიახლეები

ჰოსპიტლის ექიმებმა წყნეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს
22 მარტი 2017

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის წამყვანმა სპეციალისტებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილებს. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გაუწია მონიტორინგი.