სიახლეები

ჰოსპიტალის საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია
5 მარტი 2015

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია და მისი საჯარო განხილვა ჩატარდა.

განხილვაში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

საინფორმაციო სისტემის დანერგვა 2015 წლის ბოლომდე განხორციელდება.