სიახლეები

„გზამკვლევი არბიტრაჟში - საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის“
24 აპრილი 2018

„არბიტრაჟის ინიციატივა საქართველომ“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გამოსცა „გზამკვლევი არბიტრაჟში - საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის“.

გზამკვლევის მთავარი რედაქტორია უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფიო ტყემალაძე, ავტორი გიორგი კეკენაძე, ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 2017 წლის იმიტირებულ შეჯიბრში უნივერსიტეტის გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი, ხოლო გამოცემის მკვლევარი - თეონა ჟიჟიაშვილი, ამავე შეჯიბრში უნივერსიტეტის 2018 წლის გუნდის მწვრთნელი.