სიახლეები

ღვინის სამართლის კვლევით ცენტრს თათია კერესელიძის სახელი ეწოდა
19 სექტემბერი 2018

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თათია კერესელიძის ინიციატივით დაფუძნებულ ღვინის სამართლის კვლევით ცენტრს მისივე სახელი ეწოდა. თათია სადოქტორო პროგრამაზე 2016 წელს ჩაირიცხა და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტსა თუ კვლევით ცენტრში, მათ შორის ჰამბურგში ინოვაციებისა და კონკურენციის მაქს პლანკის ინსტიტუტში. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ღვინის სამართლის მიმართულების ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით კვლევების განხორციელების დაწყება. თათია ასევე იყო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სტიპენდიანტი. იგი 2018 წლის ივნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.