სიახლეები

გუნდების შერჩევა შრომის სამართლის იმიტირებული პროცესისათვის
23 აპრილი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს გუნდების რეგისტრაციას შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. 

შეჯიბრში მონაწილე თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე უნივრსიტეტის 3 ან 4 სტუდენტისგან. გუნდის წევრები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან/და სერტიფიცირებული მედიატორები. 

გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

labourmoot@newvision.ge.

შეჯიბრის წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე. 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.