სიახლეები

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
7 სექტემბერი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებების და მედიცინის (ფუნდამენტური, კლინიკური და სხვა ჯანმრთელობის მეცნიერებები) მიმართულებით: 20 პროფესორი, 20 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ-პროფესორი, 5 ასისტენტი;
  2. არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულებით 10 პროფესორი, 10 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტ-პროფესორი, 5 ასისტენტი;
  3. სამართლის მიმართულებით (კერძო, საჯარო ან სისხლის სამართალი): 2 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი, 4 ასისტენტი;
  4. ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით: 2 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი;
  5. პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით: 2 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი;
  6. განათლების მეცნიერებების მიმართულებით: 5 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი;
  7. სტომატოლოგიის მიმართულებით: 5 პროფესორი, 5 ასოცირებული პროფესორი, 5 ასისტენტი;

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა. 

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები;
  • შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა);
  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
  • ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით.  ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

ა) აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;

ბ) სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, ან ელექტრონულად, მისამართზე: application@newvision.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 32 24 24 440

ნ. ბოხუას ქ. 11, 0159, თბილისი