სიახლეები

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
8 დეკ 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2017 წლის 8 დეკემბერს აცხადებს ღია კონკურსს საბუნებისმეტყველო (სიცოცხლის შემსწავლელი) მეცნიერებების და მედიცინის (ფუნდამენტური, კლინიკური და სხვა ჯანმრთელობის მეცნიერებები) მიმართულებით:

  • 7 პროფესორი;
  • 15 ასოცირებული პროფესორი;
  • 10 ასისტენტი.

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

  • პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები;

  • შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა)

  • სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

  • ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით.  ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

ა) აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი;

ბ) სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებული პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 01 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე - თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა 1ა, ან ელექტრონულად, მისამართზე: application@newvision.ge

შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 13 თებერვალამდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 32 24 24 440
ე. მიქელაძის ქ. 1ა, 0159, თბილისი