სიახლეები

ღია კარის დღეები აბიტურიენტთათვის
1 ივნისი 2018

6-7 ივნისს, უნივერსიტეტში ღია კარის დღეებია და აბიტურიენტებს შეეძლებათ მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე: რატომ უნდა ჩააბარონ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში? რას ნიშნავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდის წევრობა? ვინ, რატომ და რისთვის იღებს საუნივერსიტეტო დაფინანსებას? და რაზეა დამოკიდებული უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლა?

შეხვედრები შემდეგი განრიგით ჩატარდება :

6 ივნისი, 13.00 - ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა; 

6 ივნისი, 15.00 - პოლიტიკისა და საერთაშორისო უერთიერთობების საბაკალავრო პროგრამა;

6 ივნისი, 17.00 - შეხვედრა მათთან, ვისაც პროფესიული არჩევანი ჯერ არ დაუზუსტებია;

7 ივნისი, 13.00 - მედიცინის პროგრამა;

7 ივნისი, 17.00 - სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

 

შეხვედრები ჩატარდება უნივერსიტეტის ეკოკამპუსში: ბოხუას 11. იხ. რუკაზე