სიახლეები

ღია კარის დღე: სამართლის სკოლის პროგრამები
24 ივლისი 2015

23 ივლისს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ღია კარის დღე გაიმართა.

ღია კარის დღეზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამართლის სკოლის პროგრამების შესახებ დამსწრეთა კითხვებს უპასუხეს. განხილულ იქნა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვასთან (მათ შორის, მობილობასთან) დაკავშირებული საინტერესო საკითხები.

დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეები უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება. 

დასწრების მსურველებმა, სასურველია, შეავსონ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.