სიახლეები

ღია კარის დღე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
17 ივლისი 2015

2015 წლის 23 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეს აწყობს.

ღია კარის დღეზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უნივერსიტეტის მენეჯმენტს და მათგან მიიღონ პასუხები უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან (მათ შორის მობილობასთან) და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, მობრძანდეთ ხუთშაბათს, 23 ივლისს, 19:00-ზე.

მისამართი: მიქელაძის 1ა, დიღმის მასივი, მე-6 კვ. 0154, თბილისი. +995 32 242 44 40.