სიახლეები

ღია კარის დღე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
29 აგვისტო 2016

2016 წლის 7 სექტემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღეს აწყობს. ღია კარის დღეზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უნივერსიტეტის მენეჯმენტს და მათგან მიიღონ პასუხები უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, მობრძანდეთ ოთხშაბათს, 7 სექტემბერს, 19:00-ზე. მისამართი: მიქელაძის 1ა, დიღმის მასივი, მე-6 კვ. 0154, თბილისი. +995 32 242 44 40.