სიახლეები

გერმანელი პროფესორების საჯარო ლექცია თემაზე : „პერსონალიზებული მედიცინა - ზრუნვის გერმანული პერსპექტივა” 
1 დეკ 2019

30 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე - “პერსონალიზებული მედიცინა - ზრუნვის გერმანული პერსპექტივა”.  მედიცინის სკოლის 200-ზე მეტ სტუდენტს საშუალება ჰქონდა გერმანიის სხვადასხვა კლინიკებში მოღვაწე პროფესორებისგან მოესმინათ და გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას პერსონალიზებული მედიცინის ეპოქაში პაციენტზე მორგებული მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომების  და მეთოდების შესახებ.

3 საათიან ლექციას უძღვებოდნენ: მიუნხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის და პალიატიური მედიცინის კლინიკის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ფუატ ოდუინქუ;

მართა მარიას კლინიკის ოტოლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარკუს ზუკფული;

ვაილჰაიმის კლინიკის მინიმალინვაზიური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რაინჰოლდ ანდრეას ლანგი.