სიახლეები

გაფართოებული თვალსაწიერი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე
14 დეკ 2018

14 დეკემბერს, უნივერსიტეტში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და საქართველოს პენსიონერთა კავშირის ერთობლივი პროექტის „გერიატრიული მზრუნველობის“ 150-ზე მეტი ბენეფიციარისთვის საღამო გაიმართა. ღონისძიების მასპინძლები მედიცინის სკოლის პირველსემესტრელები იყვნენ, რომლებმაც კურიკულუმისგარე აქტივობა სწორედ ზრუნვისა  და დადებითი ემოციების მნიშვნელობის გაზიარებით დაიწყეს. საღამო კავშირის წარმომადგენელთა კონცერტით დასრულდა.

„გერიატრიული მზრუნველობა“ სოციალური პროექტია, რომელიც 60 წელს მიღწეული მოსახლეობის უფასო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებას ითვალისწინებს.