სიახლეები

გამოვიდა დესკნეტის 2017 წლის პირველი საინფორმაციო ბიულეტენი
15 მაისი 2017

გამოქვეყნდა დესკნეტის (ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში) 2017 წლის პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც წარმოდგენილია აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევები და შეჯამებულია 2017 წელს უკვე განხორციელებული აქტივობები, ასევე დაანონსებულია ზაფხულში დაგეგმილი ღონისძიებები.

ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში (Descnet) საერთაშორისო პროექტია, რომელშიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მონაწილეობს 2015 წლიდან. პროექტის მიზანია გაიზარდოს ევროპული კვლევების დონე კავკასიაში.

 

დესკნეტის საინფორმაციო ბიულეტენი_1-2017.pdf