სიახლეები

გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევართა მიღება ტარტუს უნივერსიტეტის ვორკშოპისათვის
27 ოქტომბერი 2017

დესკნეტის (ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში) პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევართა მიღება ტარტუს უნივერსიტეტის ვორკშოპისათვის. ვორკშოპი თემაზე „სწავლება მულტიკულტურულ გარემოში“ ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) იოჰან შუტეს პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში, 8-14 თებერვალს, ჩატარდება.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს, როგორც დესკნეტის პარტნიორ უნივერსიტეტს, წარადგენს ერთი მონაწილე. მონაწილეებს შეარჩევს მასპინძელი უნივერსიტეტი სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

სამიზნე ჯგუფი - პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტები და უმცროსი სასწავლო კადრი სოციალურ და პოლიტიკური, ეკონომიკის, სამართლისა და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 15 ნოემბერი, 2017 წელი.

გთხოვთ, იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: სილაბუსში, განაცხადისა და ადმინისტრაციის წარსადგენ ფორმაში.

შენიშვნა: ღონისძიების საბოლოო თარიღია 8-14 თებერვალი და არა 12-17 თებერვალი, როგორც აღნიშნულ ფაილებშია წარმოდგენილი.