სიახლეები

გამარჯვება საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის თბილისის მოსამზადებელ რაუნდში
11 თებერვალი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის თბილისის მოსამზადებელ რაუნდში, რომლის ორგანიზატორიც იყო „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველო“.

მეორე ადგილზე ბუცერიუსის სამართლის სკოლის (გერმანია), ხოლო მესამეზე - არჰუსის უნივერსიტეტის (დანია) გუნდები გავიდნენ. 

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში არიან: მარიამ ცისკარაშვილი, გვანცა ჯიშიაშვილი, თეონა სესიტაშვილი და ჯემალ მეზვრიშვილი, ხოლო მწვრთნელები - თეონა ჟიჟიაშვილი და სოფიო ტყემალაძე. გუნდი განაგრძობს მზადებას შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე ვენაში გამოსასვლელად, სადაც მარტის ბოლოს გაემგზავრება.