სიახლეები

გაგა გაბრიჩიძის მოხსენება ჰელსინკის სამეცნიერო სემინარზე
23 მარტი 2018

21-22 მარტს, ჰელსინკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის (ჰელსინკი, ფინეთი) ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი სახელწოდებით „ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საგარეო ეფექტი: „სასამართლოს გადაწყვეტილებების ზეგავლენა ევროპის კავშირის არაწევრ ქვეყნებზე“. სემინარზე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე - „ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გავლენა ქართული სამართლის სისტემაზე“.