სიახლეები

გაგა გაბრიჩიძის მოხსენება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სისტემების შესახებ
6 მაისი 2019

6 მაისს, უპსალას უნივერსიტეტში (შვედეთი) ჩატარდა სამეცნიერო სემინარი სახელწოდებით „არაღიარებული ერთეულები საერთაშორისო სამართლისა და ევროპის კავშირის სამართლის მიხედვით“. სემინარზე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე - „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სისტემები და მათი სტატუსი საერთაშორისო და ევროპის კავშირის სამართლის მიხედვით“.