სიახლეები

გაცვლითი პროგრამა კატანიის უნივერსიტეტთან
1 ივნისი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და კატანიის უნივერსიტეტს (იტალია) შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიდან გამომდინარე, ცხადდება ღია კონკურსი სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

მსურველმა აპლიკაციაში უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა და ატვირთოს წარსადგენად სავალდებულო დოკუმენტები.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისი, ღამის 12 საათი.

კატანიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

http://www.unict.it/en/education/educational-offer-english

გაცვლითი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის კარიერულ ოფისს: careerservices@newvision.ge