სიახლეები

გაცნობითი სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
24 თებერვალი 2018

19-23 თებერვალს, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) მიწვევით, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი ხათუნა საგანელიძე, ქართველ კოლეგებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბავარიაში (გერმანია). ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები ბავარიის ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიის, ასევე ბავარიის ეკონომიკის, მედიის, ენერგიის და ტექნოლოგიის სამინისტროების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს გერმანიის სადაზღვევო მომსახურების სისტემის თავისებურებები და ბავარიის ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების სამომავლო თანამშრომლობა ქართულ კლინიკებთან.

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა პროექტ "Bayern - Fit for Partnership"-ის ფარგლებში.