სიახლეები

„ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ რიგით მეორე ყოველწლიური კონფერენცია
6 აპრილი 2018

12 -13 აპრილს,  „ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ ატარებს რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციას თბილისში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის თემაა: „განსხვავებული მიდგომები ევროპული ღირებულებების მიმართ. ნორმატიული დაყოფა სამხრეთ კავკასიაში და ევროპის კავშირის, რუსეთისა და თურქეთის ღირებულებებების შესახებ დისკურსის გავლენა“.

კონფერენცია ტარდება ევროპის კავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ პროექტის - „ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“ (DESCnet) ფარგლებში.

ღონისძიების პროგრამა, მრგვალი მაგიდისა და სამუშაო პანელების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფალში.

 

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

http://aesc-online.eu/