სიახლეები

ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის მე-20, ყოველწლიური შეხვედრა
21 აპრილი 2014

16-18 აპრილს, სტამბულში, ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის მეოცე, ყოველწლიურ  შეკრებაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

ევროპის სამართლის სკოლების ასოციაცია (ELFA) 1995 წელს დაფუძნდა და მისი თავდაპირველი მიზანი სკოლებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის პლატფორმის შექმნა, ბოლონიის რეფორმის შემდგომ უმაღლესი განათლების სფეროში წამოჭრილი აქტუალური საკითხების განხილვა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საერთო პრობლემების აღმოფხვრა იყო.

დღეისათვის ასოციაცია ორასზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს. ასოციაციის ფარგლებში შეკრებები ყოველწლიურად იმართება, სადაც უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებასა და ახალ იდეებს უზიარებენ, იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებისა და შემდგომი განვითარებისათვის.