სიახლეები

ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების სემინარი თირკმლის სიმსივნის შესახებ
25 ნოემბერი 2018

სამედიცინო სკოლის ასისტენტმა და დოქტორანტმა სოფიო ბოჯგუამ მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების (ესმოს) მიერ ორგანიზებულ ვორკშოპში - მეტასტაზური შარდის ბუშტი და თირკმლის სიმსივნე, რომელიც ჩატარდა 23-24 ნოებერს, ციურიხში, შვეიცარიაში. ვორკშოპი მიზნად ისახავდა თირკმლის სიმსივნის დიაგოსტირებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესწავლას. ესმოს აღნიშნულ ვორკშოპში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მკვლევრები და ექიმები, რომელთაც საკონკურსო ეტაპზე წარადგინეს ქეისები თავიანთი სამედიცინო პრაქტიკიდან.