სიახლეები

ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების სემინარი ფილტვის კიბოს შესახებ
9 მარტი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტმა სოფიო ბოჯგუამ მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების (ესმოს) მიერ ფილტვის კიბოს შესახებ ორგანიზებულ სემინარში. სემინარი ჩატარდა 7-9 მარტს მანჩესტერში, გაერთიანებულ სამეფოში.

კლინიკური პრაქტიკის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება მთელი სამედიცინო საზოგადოების საერთო საზრუნავია და ესმოს რეკომენდაციები ხელს უწყობს პაციენტთათვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდების შერჩევას. ესმოს რეკომენდაციები მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევის შედეგებს გარდაქმნის კლინიკური პრაქტიკის ახალ სტანდარტებად.