სიახლეები

ESO-ESMO-ს მასტერკლასი ონკოლოგიაში
18 აპრილი 2019

12-17 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტმა და ასისტენტ-პროფესორმა მარიამ აბულაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოებისა (ESMO) და ევროპის ონკოლოგთა სკოლის (ESO) მიერ ორგანიზებულ მასტერკლასში კლინიკური ონკოლოგიის შესახებ. ღონისძიება ჩატარდა ქ. შიბენიკში (ხორვატია). მან წარადგინა მოხსენება ძუძუს კიბოს შესახებ.

მასტერკლასი ითვალისწინებდა კიბოს პათოლოგიის, გენეტიკის, ფარმაკოლოგიისა და პალიატური მზრუნველობის შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და ასევე მათი აქტივობის კომპონენტს აღნიშნულ საკითხებზე.