სიახლეები

ემერჯენსი დიღომი 24 საათიანი ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული სამედიცინო მომსახურების განხორციელებას იწყებს
14 აპრილი 2015

14 აპრილიდან ემერჯენსი დიღომი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პაციენტებს ახალ 24-საათიან ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

პაციენტის გამოკვლევასა და დიაგნოსტირებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებენ. სიახლეს წარმოადგენს ასევე ტრავმის გადასახვევად ტრადიციული თაბაშირის ნაცვლად  თანამედროვე, მსუბუქი და კომფორტული ბოჭკოვანი სახვევის (Fiberglass Orthopedic Casting tape) გამოყენება, რომელიც ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია თითოეული პაციენტისათვის.

ემერჯენსი დიღომი ლუბლიანას ქ. 2/6-ში, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პირველ სართულზეა განთავსებული