სიახლეები

ელენე ხურციძე იტალიის რესპირაციული საზოგადოების საგრანტო კვლევითი კონკურსის გამარჯვებულია
16 იანვარი 2019

უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლექტორი ელენე ხურციძე იტალიის რესპირაციული საზოგადოების საგრანტო კვლევითი პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 1 თებერვლიდან 10 მაისის ჩათვლით, მონაწილეობას მიიღებს მილანის საუნივერსიტეტო კლინიკის პულმონოლოგიის დეპარტამენტის კვლევაში. კვლევა ევროპის მასშტაბით პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ბრონქოექსტაზების და ცისტური ფიბროზის შესაძლო ბიომარკერად გლოზის შეფასებას ნახველში.

ვიზიტის შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდება ფილტვის ქრონიკული დაავადებების, კერძოდ, ბრონქოექტაზების დიაგნოსტირების და მკურალობის უახლესი მეთოდების დანერგვა, ასევე დაავადების ერთიანი ბაზის - „რეგისტრის“ წარმოება. ხოლო ამ ბაზის დაკავშირება ევროპულ ბაზასთან ხელს შეუწყობს კვლევების, აღრიცხვიანობის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საერთო ევროპული სტანდარტის იმპლემენტაციას საქართველოში.