სიახლეები

„EaP Plus“ საგრანტო პროექტი
19 ივნისი 2017

„EaP Plus“ საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდებიან ადგილობრივი მკვლევრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, ე.წ „საშუამავლო ღონისძიებებსა“ და Horizon2020-ის საპროექტო განაცხადების მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობისთვის.

პროექტის მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ასევე ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნების წარმომადგენელთა პროექტების გაზრდა Horizon2020-ის პროგრამაში.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 30 ივნისი 2017

კანდიდატებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ერთ ღონისძიებაში. განაცხადი უნდა გაიგზავნოს მინიმუმ ერთი თვით ადრე.

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები;
  • ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან/და ჟურნალებში გამოქვეყნებული 2 ინგლისურენოვანი სტატიის ელექტრონული ვერსია;

 

განმცხადებლის გზამკვლევი:

შევსებული საგანაცხადო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: grdzelishvili@rustaveli.org.ge