სიახლეები

დოქტორანტურაში საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესი
17 ივლისი 2014

1) დოქტორანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სკოლის საბჭოს საუნივერსიტეტო სტიპენდიის მოპოვების შუამდგომლობით.

2) საუნივერსიტეტო სტიპენდიის სანაცვლოდ, დოქტორანტს ხელშეკრულებით ეკისრება დამატებითი ვალდებულებები უნივესიტეტის წინაშე. დოქტორანტის ინდივიდუალური დატვირთვა განისაზღვრება სასწავლო სემესტრზე გათვლილი დატვირთვის სქემით და შეადგენს სემესტრში მინიმუმ 220 საათს, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს შემდეგი ვალდებულებების შესრულებაზე:

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობაში (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა, კონსულტაცია, მეთვალყურეობით შესრულებული წერითი ნაშრომის გასწორება და სხვ.);

  • თარგმანის შესრულებაში;

  • საუნივერსიტეტო პუბლიკაციის,  სახელმძღვანელოს ან მონოგრაფიის თარგმანის გამოსაცემად მომზადება-რედაქტირებაში;

  • სახელმძღვანელოს შემუშავებაში;

  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებაში;

  • New Vision - Legal Aid Office-ში დასაქმებაში.

3) საუნივერსიტეტო სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, უთანაბრდება სწავლის სემესტრულ გადასახადს და ითვლება მის ანგარიშში.

4) თითოეულ დოქტორანტთან მიმართებით, უნივერსიტეტის შეხედულებისამებრ, თანაზომიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით გამოიყენება ერთი ან რამდენიმე აქტივობა. აქტივობების შერჩევა და სამუშაო რეჟიმთან შეთავსება ხორციელდება დოქტორანტთან შეთანხმებით.