სიახლეები

დოქტორანტმა სოფიო ბოჯგუამ კოლპოსკოპიის IFCPC/IARC კურსში საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა
29 მაისი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტმა და ასისტენტ პროფესორმა სოფიო ბოჯგუამ წარმატებით ჩააბარა კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის (IFCPC), კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსა (IARC) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებული გამოცდა.

მან გაიარა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის დისტანციური სწავლების ექვსთვიანი კურსი, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს საშვილოსნოს ყელის კიბოს მართვისა და კოლპოსკოპიური კვლევებისათვის. ფინალური გამოცდა (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა - OSCE) ჩატარდა ქალაქ ლიონში, საფრანგეთში. სოფიო ბოჯგუას გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი.

აღნიშნული სასერტიფიკატო პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ინიციატივაა, რომელიც კიბოს პრევენციას ემსახურება. ამ პროგრამაში ჩართულია 150-მდე მონაწილე 17 ქვეყნიდან.