სიახლეები

დისტანციური პათოლოგიის სისტემის პრეზენტაცია
9 მარტი 2015

9 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ ბენ ბოედეკერის (ნებრასკას უნივერსიტეტი, აშშ) მიერ ორგანიზებული დისტანციური პათოლოგიის (ტელეპათოლოგიის) სისტემის ონლაინპრეზენტაცია. 

პრეზენტაციას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი დაესწრო. ღონისძიების მსვლელობისას განიხილეს ტელეპათოლოგიის გამოყენება სასწავლო მიზნებით და ნიუ ვიჟენ საუნვერსიტეტო ჰოსპიტალში დისტანციური პათოლოგიის სერვისის დანერგვის პერსპექტივები.