სიახლეები

დისტანციური ლექცია - "C ჰეპატიტი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა"
4 თებერვალი 2015

"ნიუ ვიჟენ" უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით 2015 წლის 4 თებერვალს გაიმართა დისტანციური ლექცია "C ჰეპატიტი - დიაგნოსტიკა და მკურნალობა".

ღონისძიება მიზნად ისახავდა გორის რაიონის სოფ. ნიქოზის მოსახლეობისა და ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდებას C  ჰეპატიტის აქტუალურ საკითხებზე.