სიახლეები

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისი აკრედიტაცია
5 ნოემბერი 2018

2018 წლის 3 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭომ უპირობოდ განაახლა მედიცინის სკოლის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია მომდევნო შვიდი წლის ვადით. პროცედურა განხორციელდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად და საერთაშორისო ექპერტების მონაწილეობით.

ამასთან, 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 10 წლის ვადით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციამ ცნო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული აკრედიტაციის პროცედურების მის სტანდარტებთან შესაბამისობა. ამ პროცედურის გავლა 2023 წლიდან აუცილებელია სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულების, მაგალითად, აშშ-ის და კანადის სალიცენზიო გამოცდებზე დასაშვებად.