სიახლეები

დებატების ჩემპიონატი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
30 მარტი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2016 წლის 9 და 10 აპრილს დებატების ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი „ახალგაზრდა ინიციატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას სტუდენტები და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იღებენ.

ღონისძიების მიზანია არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებულობის ამაღლება და ჩართულობის გაუმჯობესება.

მონაწილეობისათვის შესაძლებელია როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური რეგისტრაცია. 

სამუშაო ენა: ქართული

ასაკობრივი ზღვარი: 14-22 წელი

შეჯიბრის დაწყებამდე მონაწილეები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, რომელიც 3 აპრილიდან დაიწყება.

ფინალში გასულ გუნდებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ საჩუქრები, მათ შორის სპეციალური სასწავლო გრანტები საუკეთესო აბიტურიენტებისათვის, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აწესებს.