სიახლეები

დაუნის სინდრომის დღე უნივერსიტეტში
22 მარტი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. 21 მარტს, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებს ჩაუტარდათ საჯარო ლექცია დაუნის სინდრომის შესახებ. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა საზოგადოების ნებისმიერი წევრის თანაბარი შესაძლებლობისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობის გაცნობიერებას.