სიახლეები

დაფუძნდა „საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“
27 აპრილი 2017

27 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დაფუძნდა „საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია საქართველოში ბავშვთა პარასპორტისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარება; აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეროვნული ჩემპიონატების, პარაოლიმპიური და არაპარაოლიმპიური სპორტის სახეობებში ღია პირველობებისა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება და ჩატარება.