სიახლეები

დაიწყო სტუდენტთა შერჩევა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის
28 ივნისი 2017
  • გსურს საინტერესო და მრავლისმომცველი გამოცდილების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში?
  • გსურს თავი წარმოაჩინო საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამყაროში?
  • გსურს განავითარო გუნდური მუშაობის, კვლევისა და არგუმენტირების უნარები?
  • იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის 25-ე შეჯიბრებაში და გახდე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდის წევრი, გამოაგზავნე განაცხადი!

აპლიკანტის მოთხოვნები:

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან მომავალი სტუდენტი, რომელიც გეგმავს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე 2017 წლის შემოდგომის სემესტრში ჩაბარებას;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (საფუძვლიანი წერითი და სამეტყველო უნარები);
  • გონებაგახსნილი, შრომისმოყვარე, მოტივირებული ახალგაზრდა, რომელიც მზად არის თავისი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმოს ამ გამოწვევითა და შთაგონებით აღსავსე საქმიანობას.

სტუდენტებს მოეთხოვებათ სრულყოფილი კვლევის ჩატარება მოსარჩელე და მოპასუხე მხარის პოზიციების მოსამზადებლად. შეჯიბრის ზეპირი რაუდები ჩატარდება ვენაში, ავსტრიაში. გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 12 კრედიტს მონაწილეობისათვის.

შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:

  1. ინტერვიუ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: llm@newvision.ge 2017 წლის 3 ივლისამდე.

მომავალმა სტუდენტებმა (მათ, ვინც გეგმავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის 2017 წლის შემოდგომის სამაგისტო პროგრამაზე სწავლას) განაცხადი უნდა გამოაგზავნონ 5 სექტემბრამდე.

  1. იმიტირებული პროცესი.

შერჩევის მეორე ეტაპი ჩატარდება 2017 წლის სექტემბერში. სტუდენტებს მიეცემათ იმიტირებულ პროცესთან დაკავშირებული ერთ-ერთი პოზიცია, რომელიც უნდა დაიცვან ზეპირ პროცესზე. დეტალური ინსტრუქცია გაიცემა აღნიშნულ ეტაპზე.

კითხვებისათვის მოგვმართეთ: llm@newvision.ge

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება სამართლის სკოლის ღია კარის დღეს, ივლისის ბოლოს.