სიახლეები

დაიწყო სტუდენტების შერჩევა Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრისათვის
5 სექტემბერი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერიტეტმა დაიწყო სტუდენტთა შერჩევა Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრისათვის. საერთაშორისო შეჯიბრი ტარდება სამართლის სკოლის სტუდენტთათვის. Willem C.Vis  მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის მიზანია სტუდენტებისთვის საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესწავლის გზით. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.