სიახლეები

ცოდნის სამკუთხედი მოქმედებაში
17 დეკ 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ერთობლივმა სამეცნიერო პროექტმა - „ექსტრაუჯრედული უბიკვიტონის დონის ფლუქტუაციების განსაზღვრა სიმსიმვნით დაავადებული პაციენტების სისხლის შრატში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.

სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების ძიება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სამეცნიერო კვლევებისთვის. შესაძლოა კვლევა სიმსივნის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის შემუშავების წინაპირობა გახდეს.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია რუსუდან სუჯაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი და ივ.ბერტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.