სიახლეები

ცნობილი მედიატორის ალედ დევისის ვორქშოპი მედიაციის შესახებ - „იყავი მშვიდი ბუდას მსგავსად და მახვილგონიერი შერლოკ ჰოლმსივით“
15 ნოემბერი 2018

20 ნოემბერს, 19 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკოკამპუსი უმასპინძლებს ალედ დევისის ვორკშოპს მედიაციის შესახებ.

პრაქტიკულ ვორქშოპზე დაინტერესებული პირები გაეცნობიან მედიაციისთვის საჭირო უნარებსა და სტრატეგიას. მონაწილეები ასევე ისწავლიან მედიაციის მოულოდნელობით სავსე გარემოში ეფექტიანად და თავდაჯერებულად საკუთარი ემოციური და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებას.

ალედ დევისი არის MediatorAcademy.com პრესტიჟული ჯილდოების მქონე ონლაინგანათლების პლატრფორმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მისი კომპანია დავების გადაჭრის სფეროს უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს.

ვორქშოპი ჩატარდება ინტერაქტიული ფორმით. 

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.