სიახლეები

ბრიგიტა იანის საჯარო ლექციები ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ
31 მაისი 2017

29-30 მაისს, ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ბრიგიტა იანმა ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ საჯარო ლექციები ჩაატარა. პროფესორმა ისაუბრა დარგის აქტუალურ საკითხებზე: ნეირორეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების ნეირორეაბილიტაცია, ინსულტისა და ტრავმისშემდგომი ნეირორეაბილიტაციის თავისებურებები.