სიახლეები

ბავშვ პარასპორტსმენთა წარმატება
8 ივნისი 2018

ქალაქ განჯაში აზერბაიჯანის ბავშვთა პარალიმპიური ასოციაციის მიერ გამართულ საერთაშორისო თამაშებში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. მათ ერთი ვერცხლის (ლაშა ბრეგაძემ) და ორი ბრინჯაოს (მამუკა ფარსაგიშვილმა და გიორგი უჩავამ) მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებმა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელშეწყობით.