სიახლეები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია"
23 იანვარი 2020

22 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართლებამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „კონფიდენციალობა და პრივილეგია.“ დისკუსიას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაუძღვა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია. შეხვედრაზე განიხილეს კონფიდენციალობისა და პრივილეგირებული კომუნიკაციის დეფინიცია, საკანონმდებლო ხარვეზები და პრივილეგიის გავრცელების ფარგლები, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულაციებისა და პრაქტიკის მაგალითებზე.

ღონისძიება ჩატარდა ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის პროფესორებმა  და პრაქტიკოსმა ადვოკატებმა.

მრგვალი მაგიდა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).