სიახლეები

ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარის, დოქტორ ამერ ალ რავასის საჯარო ლექციები
9 აპრილი 2018

13 აპრილს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი უმასპინძლებს ახლო აღმოსავლეთის ლიდერობის აკადემიის თავმჯდომარეს, მრავალი საერთაშორისო აღიარების მფლობელსა და გამორჩეულ ბიზნესლიდერს, დოქტორ ამერ ალ რავასს, რომელიც სპეციალურად უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლებისათვის გააკეთებს პრეზენტაციას, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“. 

ამერ ალ რავასი ფლობს დოქტორის ხარისხს სასექსის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი). მისი სადოქტორო ნაშრომი მიეძღვნა ინფორმაციული ტექნოლოგიების როლს ეკონომიკური განვითარების პროცესში.

პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერებულ პირს. მოსაწვევის მისაღებად გთხოვთ, დარეგისტრირდით:


https://goo.gl/forms/rWKc5kumfEk9XhKE3